საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია დაზღვევის შესახებ

გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფს“ (მისამართი ქ. თბილისი ფანჯიკიძის ქ. N22) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები 2022 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების (საბაზისო პაკეტი) საფასურის (54.41ლარი) ანაზღაურება ხორციელდება თსუ ბიუჯეტიდან. თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, გაიუმჯობესონ მომსახურება (პირადი განცხადების საფუძველზე) სათანადო თანხის (20 ლარი) დამატებით (გაუმჯობესებული პაკეტი). აღნიშნული თანხა დაიქვითება ხელფასიდან.

შტატგარეშე თანამშრომლებს, ასევე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის  პერსონალს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით (საბაზისო ან გაუმჯობესებული პაკეტით), რისი თანხაც (შესაბამისად  54.41 ლარი, 74.41 ლარი) დაიქვითება ხელფასიდან.

უნივერსიტეტის თანამშრომლებს (როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს) საშუალება ეძლევათ, დააზღვიონ ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები ასაკის შეუზღუდავად, მშობლები და და-ძმა 65 წლამდე),  ამ შემთხვევაშიც  შესაბამის თანხას იხდის მსურველი - თსუ თანამშრომელი. ამასთან თანამშრომელი არ არის შეზღუდული თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის განსხვავებული პაკეტების არჩევაში. გარდა ამისა, შემოთავაზებულია საოჯახო პაკეტი (მეუღლე და 18 წლამდე ასაკის შვილები). 4 ან მეტ წევრიანი ოჯახის დაზღვევის საფასური შეადგენს    54.41×3=163.23 ლარს საბაზისო პაკეტის არჩევისას, ხოლო 74.41×3=223.23 ლარს გაუმჯობესებული პაკეტის არჩევის შემთხვევაში.

ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად განცხადებები მიიღება თსუ კანცელარიაში (როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონულად კანცელარიის მეილზე chancellery@tsu.ge) 2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 21 თებერვლამდე (2021 წლის 10 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება 2022 წლის პირველი იანვრიდან. 2021 წლის 23 დეკემბრიდან 2022 წლის 24 იანვრამდე შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება 2022 წლის პირველი თებერვლიდან, ხოლო 2022 წლის 24 იანვრიდან 21 თებერვლამდე შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება 2022 წლის პირველი მარტიდან). განცხადებასთან ერთად თანამშრომლებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობის ასლი;  ოჯახის წევრების დაზღვევის შემთხვევაში – ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მეუღლის დაზღვევის შემთხვევაში ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა, შვილის დაზღვევის შემთხვევაში - შვილის დაბადების მოწმობა, მშობლების დაზღვევის შემთხვევაში - საკუთარი დაბადების მოწმობა ხოლო დედმამიშვილის დაზღვევის შემთხვევაში, საკუთარი და დის/ძმის დაბადების მოწმობები) ასლები. იმ თანამშრომლებს, რომლებსაც გასულ წლებში (2019, 2020, 2021 წლები) დაზღვეული ჰყავდა ოჯახის წევრები, ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა აღარ ევალებათ.

იმ შემთხვევაში, თუ თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, რომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური იფარება თსუ ბიუჯეტიდან, დაზღვეულია სხვა კომპანიაშიც და არ საჭიროებს თსუ დაზღვევას, თანამშრომელმა დაზღვევის გაუქმების თაობაზე უნდა მიმართოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წერილობით კანცელარიის მეშვეობით, ან ელექტრონულ ფოსტაზე ia.bagashvili@tsu.ge.

ამასთან გაცნობებთ, რომ კომპანიასთნ შეთანხმებით, სადაზღვევო ბარათები წელსაც არ დაიბეჭდება. მომსახურების მისაღებად საკმარისია მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა.

დაზღვეულებს მოემსახურებიან ოჯახის ექიმები პროვაიდერ კლინიკებში (იხ. დანართი პროვაიდერების ჩამონათვალი)  ასევე თსუ მე-8 და მე10 კორპუსებში. მომსახურების მისაღებად დაზღვეულებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - 2-2 24 41 11/ 2 2114 44 .

P.S. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხელშეკრულება (დანართი). შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს  ( 577 588 205)

თარიღი: 16/01/2022