ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით ახალი სტუდენტური ინტელექტუალური ჩემპიონატის – „ბრწყინვალე გონება“ შესარჩევი ტური ჩატარდა.
შესარჩევი ტურის შედეგად გამოვლინდა 10 გამორჩეული გუნდი, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე შეეჯიბრებიან.