საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

1 ივნისი თსუ-ში


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებები გაიმართა.ღონისძიებაზე მისულთ მსახიობ ია კოშორინაძესთან ერთად მერი პოპინსის სამყაროში მოგზაურობის საშუალება ჰქონდათ. გარდა ამისა, ნორჩ ქიმიკოსებთან ერთდ სახალისო ცდების ჩატარების, არქეოლოგიურ კუთხეში სხვადასხვა ისტორიული ნივთების და არტეფაქტების აღმოჩენის. ასევე ხატვისა და კალიგრაფიის მასტერ-კლასში მონაწილეობა და იმის შეტყობა, თუ რისი უფლება აქვთ ბავშვებს.

 

ღონისძიება თსუ იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, თსუ ბიბლიოთეკისა და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ჩართულობით, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციასთან თანამშრომლობით გაიმართა.

თარიღი: 01/06/2023