საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია – "ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები" გაიხსნა. კონფერენცია იმართება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით.

კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებატა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. 

კონფერენცია ზუმის ონლაინ პლატფორმაზე ტარდება და 24 აპრილს დასრულდება.

თარიღი: 23/04/2021