საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია და კონფერენცია

შეგახსენებთ, რომ 2021 წელი გახლავთ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების და ასევე იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წელი. გაცნობებთ, რომ თსუ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის ბრძანების №61/01-01თანახმად, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის  აღსანიშნავად და ქართველოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობისათვის, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და გაიცემა ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია.

ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსში საბუთების მიღება დაიწყება 1 ივნისიდან. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 1 ივლისი.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხ. ბრძანება№61/01-01;  

https://old.tsu.ge/ge/juridical/orders/XXRytnC6P9UVg98l/?p=1

https://old.tsu.ge/data/file_db/orders/61-danarTi2..pdf

თარიღი: 13/05/2021