საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე „კულტურის კვლევები“

პროგრამა მიზნად ისახავს კულტურის კვლევათა სფეროში კონკურენტუნარიანი და მაღალკვალფიციური სპეციალისტების მომზადებას. სასწავლო კურსები შეეხება უნივერსიტეტისა და ქვეყნისთვის პრიორიტეტულ პრობლემებს კულტურის კვლევათა სფეროში.

კულტურის მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტსა და მასთან არსებულ ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრას ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსა და უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტებთან. ჩვენი სტუდენტები რეგულარულად მონაწილეობენ ყოველწლიურ საგაზაფხულო და  საშემოდგომო სკოლებში თბილისში, მოლდოვაში, უკრაინაში, პოლონეთსა და გერმანიაში, ჩართული არიან ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტებში, გაცვლით სასწავლო პროგრამებში ერაზმუს+ ფარგლებში; ისინი წარმატებით აგრძელებენ სწავლას მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ექსკურსიები და ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, კულტურული მრავალფეროვნების გაცნობისა და შესწავლის მიზნით.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხ. ბმულებზე:

https://www.tsu.ge/data/file_db/QA_humanities/MA_kulturis-kvlevebi-prog_2018.pdf

https://www.culturedialogue.com

თარიღი: 15/06/2021