საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში ახალი კორპუსის ასაშენებლად ღია კონკურსი ცხადდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კამპუსის პროექტირების კონკურსი ცხადდება.  ახალი შენობა, რომელსაც სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულება ექნება, უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.

 

ახალი ინიციატივა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს სიმბოლურად ივანე ჯავახიშვილის იუბილეზე წარუდგინა. მისი თქმით, ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის აშენებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ხელოვნებათმცოდნეებთან და არქიტექტორებთან 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის ცხადდება ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. საპროექტო კონცეფცია უნდა შემუშავდეს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტისა და მახასიათებლების გათვალისწინებით. გამარჯვებულ საკონკურსო წინადადებას გამოავლენს პროფესიონალი არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია. კონკურსის დასრულების საბოლოო ვადა 5 სექტემბერია.

 

დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მოიძიონ შემდეგ საკითხებზე:

 

1. თსუ I  და II კორპუსების საკადასტრო აზომვითი ნახაზები.

2. ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი (არქიტექტურა/ვიზუალიზაცია).

3. ხე-ნარგავების აღწერა და გამწვანების პროექტი.

4. ტოპოგრაფიული გეგმის CAD ფაილი.

5. წინასწარ შერჩეული ხედები ფოტომონტაჟისთვის. (აღნიშნული ხედების გამოყენება სავალდებულოა ყველა კონკურსანტისთვის).

 

საკონტაქტო პირი: 

ნათია აბასაშვილი

mail: n.abasashvili@gmail.com

tel: 577949708

 

თარიღი: 24/04/2023