საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენცია

25 დეკემბერს, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, სადაც ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა სტუდენტური კვლევები წარადგინეს.

 

კონფერენციის მიზანი სტუდენტების კვლევითი კომპეტენციის განვითარება, სამეცნიერო მუშაობის წახალისება, ინოვაციური იდეების პოპულარიზაცია და უნივერსიტეტში აკადემიური სივრცის გაძლიერება იყო.

 

კონფერენცია მოიცავდა როგორც ზეპირ პრეზენტაციებს, ასევე პოსტერების სესიას.
 

თარიღი: 25/12/2025