თსუ ტეხასის უნივერსიტეტ დალასთან (UT Dallas) პარტნიორობით აცხადებს დოქტორანტებისა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალისთვის განაცხადების მიღებას. კონკურსი განკუთვნილია ქვემოთ მოცემული აკადემიური მიმართულებების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის:
ბიოლოგია, ბიზნესი / მენეჯმენტი, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, ეკონომიკა, ელექტრონული ინჟინერია, გეოგრაფია, გეოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, სოციალური ფსიქოლოგია, წყლის მეცნიერებები
განაცხადის მიღების ვადა: 2025 წლის 25 ნოემბერი – 2026 წლის 30 იანვარი (ჩათვლით)
დეტალური ინფორმაცია - https://shorturl.at/cp1b8
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმის ჩათვლით - https://shorturl.at/SI6qZ