5 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობისა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბნები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:
1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
N1 საუბნო საარჩევნო კომისია მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა №13, თსუ XI კორპუსი, აუდიტ. №306
N2 საუბნო საარჩევნო კომისია მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა №13, თსუ XI კორპუსი, აუდიტ. №331
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
N1 საუბნო საარჩევნო კომისია მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, აუდიტ. №212
N2 საუბნო საარჩევნო კომისია მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, აუდიტ. №02
3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
N1 საუბნო საარჩევნო კომისია მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, აუდიტ. №103
N2 საუბნო საარჩევნო კომისია მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, აუდიტ. №208
4. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
N1 საუბნო საარჩევნო კომისია მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, აუდიტ. №201
N2 საუბნო საარჩევნო კომისია მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, აუდიტ. № 203
5. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
N1 საუბნო საარჩევნო კომისია მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა №2, თსუ X (მაღლივი) კორპუსი, აუდიტ. N201
N2 საუბნო საარჩევნო კომისია მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა №2, თსუ X (მაღლივი) კორპუსი აუდიტ. №206
N3 საუბნო საარჩევნო კომისია (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტრურული ერთეული - ტურიზმის სკოლა) მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზ. №44, თსუ IX კორპუსი, აუდიტ. №113
6. მედიცინის ფაკულტეტი
N1 საუბნო საარჩევნო კომისია მისამართი: ბელიაშვილი №78. თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტი, აუდიტ. №329
7. იურიდიული ფაკულტეტი
N1 საუბნო საარჩევნო კომისია მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ II კორპუსი, აუდიტ. N129
N2 საუბნო საარჩევნო კომისია მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი № 3, თსუ II კორპუსი, აუდიტ. N119
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისთვის კენჭრისყრა წარიმართება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) არჩევნებისთვის კენჭრისყრა წარიმართება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) არჩევნები სტუდენტების ნაწილში შვიდივე ფაკულტეტზე ჩატარდება. აკადემიური პერსონალის ნაწილში სამ ფაკულტეტზე (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მედიცინის ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი).
საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა იდენტიფიკაციისთვის უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID-ბარათი) ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ხოლო უცხოელმა სტუდენტებმა - პირადობის/პასპორტის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი.