საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტების შეხვედრა კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრებთან

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის (ევრობასკეტის) დაწყების წინ საქართველოს კალათბურელთა ეროვნული ნაკრების წევრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს  შეხვდნენ. შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი და  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

თსუ სტუდენტებთან შეხვედრა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ვარჯიშის შემდეგ სპორტის სასახლეში გაიმართა და კითხვა-პასუხის რეჯიმში წარიმართა.  სტუდენტების კითხვებზე პასუხები კალათბურთელებთან ერთად, ნაკრების სამწვრთნელო შტაბმაც გასცა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ევრობასკეტზე გამგზავრების წინ სტუდენტებს გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რაზეც გვაინტერესებდა პასუხები უშუალოდ ჩვენი მოთამაშეებისაგან მადლობას ვუხდით საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და თსუ  კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს იმისთვის,რომ ამ კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება მოგვცა. ნაკრებს ვუსურვებთ წარმატებებს და  ვიმედოვნებთ,რომ ევრობასკეტ 2017-ზე, დაძლეული იქნება დასახული მიზნები. ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი გუნდის ჩემპიონობის“, - განაცხადა  თსუ სტუდენტმა ტატო გაგელიძემ.
 
„მნიშვნელოვანია, რომ ნაკრები გულშემატკივართან ყოველთვის ახლოს არის და კომუნიკაცია ყოველთვის არსებობს. რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის მოლოდინებს, რა თქმა უნდა, მოლოდინები  გაგვიმართლდა - დავსვით ჩვენთვის საინტერესო კითხვები და მივიღეთ საინტერესო პასუხები. 31 აგვისტოდან ტურნირის ბოლო დღემდე მთელი საქართველო იქნება გახარებული იმით, რომ ჩვენი კალათბურთის ნაკრები მეოთხე ევრობასკეტზე მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებას.“ - აღნიშნა  თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ბახვა კვირიკაშვილმა.

თსუ სტუდენტებსა და  ეროვნული ნაკრების კალათბურთელებს შორის მსგავსი ფორმატის შეხვედრა პირველად ჩატარდა, რაც კალათბურთელებმა დადებითად შეაფასეს და ასეთი შეხვედრების ხშირი გამართვის სურვილი გამოთქვეს.

„თსუ  სტუდენტებს ეტყობათ, რომ სპორტის ამ სახეობაში ძალიან ჩართულნი  არიან,  ამის მოხარული ვარ. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, დაისვა მნიშვნელოვანი  კითხვები, რომელთაც გაეცა საინტერესო პასუხები. იმედია, სამომავლოდაც გაგრძელდება და ტრადიციად იქცევა მსგავსი ფორმატის შეხვედრები“, - აღნიშნა ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ.


თარიღი: 12/06/2019