საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტები საწარმოო პრაქტიკაზე

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის  ბაკალავრიატის მე-8 სემესტრის სტუდენტებისათვის  (25 სტუდენტი) საწარმოო პრაქტიკა უმაღლესი საგანმანათლებო პროგრამის ფარგლებში მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.  იგი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს რეალურ ცხოვრებაში გამოსცადოს აკადემიურ გარემოში შეძენილი ცოდნა და უნარები.  პრაქტიკის პერიოდში  გაეცნოს  საწარმოს ისტორიას, ტექნოლოგიურ პროცესებს, წარმოების პროდუქტებს, მათი შეფუთვის საშუალებებს, აგრეთვე წარმოების უსაფრთხოების წესებს და ეთიკის ნორმებს. 

თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკის ობიექტები კომპანიები: ქარტული ლუდის კომპანია "ზედაზენი",  ფარმაცევტული კომპანია „ავერსი-რაციონალი“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“,კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“,  კომპანია „ჰენკელ ბილდინგ ქემიკალს ჯორჯია“, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორია და კომპანია "სოკარი" იყვნენ. 

 ბოლო 3 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  40-ზე მეტი სტუდენტი დასაქმდა ამ კომპანიებში  საწარმოო პრაქტიკის და სტაჟირების გავლის შემდეგ.

თარიღი: 12/02/2026