საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სენატმა კანცლერი დაამტკიცა

2016 წლის 30 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ (სენატი) თსუ კანცლერის თანამდებობაზე დაამტკიცა აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი ნუნუ ოვსიანიკოვა.

წარმომადგენლობითი საბჭოს 72 წევრიდან კენჭისყრაში 62-მა მიიღო მონაწილეობა. ნუნუ ოვსიანიკოვას კანდიდატურას კანცლერად დამტკიცებას მხარი დაუჭირა 53-მა წევრმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ერთმა, ხოლო 8 ბიულეტენი გაბათილდა. (იხილეთ შემაჯამებელი ოქმი)

30 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ კანცლერობის კანდიდატი შეარჩია. აკადემიური საბჭოს 36 წევრიდან კანდიდატებთან (ვახტანგ დათაშვილი, ნუნუ ოვსიანიკოვა, ალექსანდრე ჩხიტაური, შალვა ჯულაყიძე)  გასაუბრებას 32 წევრი ესწრებოდა. გასაუბრების შედეგად აკადემიურმა საბჭომ ერთხმად შეარჩია ნუნუ  ოვსიანიკოვას კანდიდატურა.

თარიღი: 10/05/2019