საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის პროფესორებს რალფ მაიერს და ინგო ვიტს, ასევე უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისათვის ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის, რომის სამართლისა და ევროპის შედარებითი სამართლის კათედრის ხელმძღვანელს დოქტორს, პროფესორ ტიციანა ქიუზსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სტუდენტების მხარდაჭერისათვის კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის ინსტიტუტისა და საპროცესო და გაკოტრების სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, დოქტორს, ერთგზის საპატიო დოქტორს, ემერიტუს პროფესორ ჰანს პრუტინგს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი წელიწადში ორჯერ იმართება. „4 პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. ორი მათგანი სამართლის დარგის სპეციალისტია, ორი კი მათემატიკის მიმართულების სპეციალისტი. მათ ბევრი ქართველი მეცნიერი აღზარდეს და სწორედ ამ დამსახურებისთვის მიენიჭათ ყველაზე მაღალი წოდება, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თსუ საპატიო დოქტორის, ემერიტუს პროფესორ ჰანს პრუტინგის თქმით, ძალიან ამაყია თსუ საპატიო დოქტორის წოდებით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კიოლნის უნივერსიტეტს ინტენსიური თანამშრომლობა აქვთ. „ძალიან მნიშვნელოვანია, გყავდეს ახალგაზრდა სტუდენტები თბილისიდან წელიწადნახევრის ან ერთი წლის განმავლობაში კიოლნის უნივერსიტეტში, რათა დაიცვან მაგისტრის ხარისხი ნაწილობრივ გერმანულ ენაზე. ეს ძალიან რთული, მაგრამ ახალგაზრდებისთვის საჭიროა.“ - აღნიშნა თსუ საპატიო დოქტორმა.

საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ თსუ საპატიო დოქტორებმა საჯარო ლექციები წაიკითხეს.

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომელიც წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება.
















თარიღი: 16/11/2018