საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს ფოსტიდან თოვლის ბაბუას გზავნილი ახალი 2022 წლისთვის

საახალწლო ტურნე უნივერსიტეტში თოვლის ბაბუასთან შესახვედრად - ამ სახელწოდებით თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი და თსუ-ის თეატრი ,,სხვენი“ ერთობლივ საახალწლო პროექტს (საჩუქრად) იწყებენ, რომელიც 25 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

პროექტის მონაწილენი იქნებიან:

ვისაც ოჯახში ჰყავს პატარა, რომელსაც თოვლის ბაბუას სიტყვის სჯერა და მას ელოდება;

ვინც ოჯახში დიდია და  ვისაც აქვს ასრულებადი ოცნება თუ საქმიანი ნატვრა;

ვისაც თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის თოვლის ქალი, შერჩევის პრინციპით, კარზე მიადგება...

პროექტის ფარგლებში თსუ-ის თანამშრომელთა თუ პროექტში ჩართული სტუდენტების შვილებისთვის შეიქმნება თოვლის ბაბუას ვიდეოჩანაწერები, რომლითაც თოვლის ბაბუა პერსონალურად მიულოცავს, მიმართავს, თქვენი შვილების შესახებ პატარ-პატარა წარმატებების თაობაზეც ისაუბრებს და დაარიგებს მათ. ვიდეო ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ აჩვენოთ პატარებს - როგორც თოვლის ბაბუას გზავნილი უნივერსიტეტის ფოსტიდან.

შეიქმნება საახალწლო შინაარსის მინი-ფილმები საუნივერსიტეტო ოჯახებზე, თსუ-ის პროფესორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალზე (კითხვარების შევსებისა და ფილმის ,,გმირების“ შერჩევის გზით - სულ შეირჩევა 14 კანდიდატურა). უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, გამოკითხვის საფუძველზე, შეძლებისდაგვარად, 2022 წლის გეგმების ასრულების ხელშეწყობის სქემებს მივცემთ. ,,სურვილების ყულაბაში“ მოთავსებულ წერილებზე საახალწლო ფორმატში ჩაწერილი თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თუ სხვა გადაწყვეტილებების მიმღები პირები გიპასუხებენ.

თოვლის ბაბუა თეატრი ,,სხვენიდან“ ყველასთვის იმ სიკეთის მომტანი იქნება, რაც ახალი წლის ღამეს მადლობას გათქმევინებთ - უნივერსიტეტისთვის...

ჩაერთეთ პროექტში და გაახარეთ საკუთარი ბავშვები, საკუთარი თავი და სხვა, ვინც ახალ 2022 წელს იმედით ელოდება... გამოგვიგზავნეთ პროექტში ჩართვის თხოვნა ან შეგვივსეთ კითხვარი, რომელიც ფოსტით ,,მოგადგება“...

პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი - შერჩევა - დაიწყება 1 დეკემბრიდან...

თქვენი პატარებისთვის თოვლის ბაბუას ვიდეო-ჩანაწერები გამოიგზავნება თქვენი ფოსტის მისამართზე;

საახალწლო ვიდეო-ფილმები 25 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით აიტვირთება ფეისბუქგვერზე - თსუ უნივერსია/გაზეთი/მედია ცენტრი და გადაიცემა რეგიონული ტელევიზიებით. დამატებით საახალწლო პროექტის ფარგლებში შექმნილი სტატიები თსუ-ის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტში“ განთავსდება.

ჩვენი მეილი:

nino.kakulia@tsu.ge ; ტელ: 577527773

თარიღი: 22/11/2021