საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს გამორჩეული სტუდენტი მკითხველი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ 2023 წლის თსუ-ის გამორჩეული სტუდენტი მკითხველები გამოავლინა, რომლებსაც დღეს სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად, საპატიო სიგელები გადაეცათ. 

  

„წიგნიერი სტუდენტობა ჩვენი იმედი და ხვალინდელი დღეა! მოხარული ვარ, თქვენი სახით, დღეს იმ ახალგაზრდებს ვაჯილდოებთ, რომლებიც გასულ წელს თსუ-ის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზების ყველაზე აქტიური ვიზიტორები იყვნენ. ჩვენი ბიბლიოთეკარები მომავალშიც ხელს შეუწყობენ თქვენთვის სასურველი სერვისის გაწევას, რომელიც აკადემიური დონის ამაღლებაში დაგეხმარებათ“. - განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრისას, თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ისტორიის დოქტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.  

 

 თსუ-ის გამორჩეული სტუდენტი მკითხველების ვინაობა, გასული წლის დეკემბერში, ამავე უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა. ესენი არიან: კონსტანტინე გაბულდანი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი); გიორგი ჭყოიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი); ნონო შეყილაძე (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი); მარიამ დადუნაშვილი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი); გოჩა მახარაშვილი (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი); დემეტრე ძაძამია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი); ბერიკა ჯუღელი (იურიდიული ფაკულტეტი); მალაკ აშიროვა (მედიცინის ფაკულტეტი); ლუკა რეხვიაშვილი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი); მარიამ უთრუგაშვილი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი); მარიამ კაკალაშვილი (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი). 

 

  თსუ-ის ბიბლიოთეკასთან ერთად, დაჯილდოების ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ გამომცემლობები: „ჩემი გამომცემლობა“, „კარპე დიემი“, „მერიდიანი“ და „შალვა ამონაშვილის საგამომცემლო სახლი“

თარიღი: 21/02/2024