საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოუწოდა

7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.

 

არჩევნები უნივერსიტეტის 6 ფაკულტეტზე, ასევე, დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის-ტურიზმის სკოლაში ჩატარდება. უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები თვითმმართველობის 120 დელეგატს აირჩევენ.

 

არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული პროცესების ფუნდამენტურ საფუძველს და მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა მსგავსი ხასიათის ღონისძიებებში. შესაბამისად,  უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუდენტებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამორიცხავს ყოველგვარ ჩარევას საარჩევნო პროცესებში და ასევე მოუწოდებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დააკვირდნენ პროცესებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარებას.

 

არჩევნების დღეს 08:00 საათზე უნივერსიტეტში 12 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ხმის მიცემის პროცედურა კი, 09:00 საათიდან დაიწყება და  18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

სტუდენტებმა, როგორც ამომრჩევლებმა, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

თარიღი: 01/06/2023