საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორი ევროპის აკადემიის წევრად აირჩიეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე ევროპის აკადემიის (Academia Europaea) წევრად აირჩიეს.

1988 წელს დაარსებული ევროპის აკადემია, მეცნიერთა ევროპული გაერთიანებაა, რომლის წევრებიც არიან სწავლის, განათლების და კვლევის კომუნიკაციაზე ორიენტირებული მეცნიერები და მკვლევრები.

ევროპის აკადემიის (Academia Europaea) წევრები საქართველოდან ასევე არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კოკაია.
თარიღი: 07/02/2020