საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესორი საქართველოს ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა

29 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. დაჯილდოვდნენ როგორც 2021 წლის ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატები, ასევე 2020 წლის ეროვნული პრემიის ლაურეატები, რადგან გასულ წელს, პანდემიის გამო, დაჯილდოების ცერემონია ვერ ჩატარდა.

 

 ერთ-ერთი, ვისაც 2020 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭა, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყევლო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  ალექსანდრე შენგელაია გახლდათ – ნაშრომთა ციკლისთვის „მაღალტემპერატურული ზეგამტარებისა და დაბალგანზომილებიანი მაგნეტიკების ექსპერიმენტული კვლევა“.

პრეზიდენტმა ლაურეატებს სახელმწიფოს მიერ მათი შრომისა და ღვაწლის აღიარება მიულოცა, კომისიის თავმჯდომარეებსა და წევრებს კი. თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო კომისიის თავჯდომარეებსა და წევრებს მათ მიერ გაწეული ძალიან დიდი შრომისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ამ პროცესის მიმართ არანაირი კითხვა არ არსებობდეს. მეცნიერება, კულტურა, ცოდნა და შემოქმედება – ეს არის ის, რაც დღეს გვაერთიანებს და ამდენად, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ დარგებისთვის რაში გაიცემა ეს პრემიები, არამედ სახელწიფოსთვის, ამიტომ, ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კიდევ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ მივცეთ კიდევ მეტი წონა ამ პრემიებს, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ამ პრემიების მნიშვნელობა.

ეს პრემიები მართლა შევა ჩვენს ისტორიაში, როგორც სახელმწიფოს მიერ თითოეულ დარგში ამ ადამიანების ღვაწლის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი. ეს თითოეული ნომინანტის პატივისა და ნდობის ნიშანი და მათი შემოქმედების და შრომის ძალიან დიდი აღიარებაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ. 

თარიღი: 04/01/2022