საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პირველ კორპუსთან სტუდენტებისთვის კვების ახალი ობიექტი ამოქმედდება

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის უახლოეს პერიოდში, კვების ობიექტი თსუ პირველ კორპუსთანაც გაიხსნება.

 

სივრცე, სადაც კვების ობიექტის გახსნა იგეგმება,  თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერმა ლაშა საღინაძემ, რექტორის მოადგილემ კახა ჭეიშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით,  უკვე მიმდინარეობს სივრცის პროექტირებაზე მუშაობა. მომავალი კვირიდან გამოცხადდება ტენდერები ტექნიკის, ავეჯისა და საჭირო ინვენტარის შესაძენად ჩატარდება კოსმეტიკური რემონტი და მოეწყობა კაფეს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცე. ამასთან, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ხარისხიანი, მრავალფეროვანი საკვები, შეღავათიან ფასში.

 

კვების ობიექტი, ძირითადად თსუ-ის 1-ელი, მე-2 და მე-6 კორპუსების, სტუდენტებსა და თანამშრომლებს მოემსახურება, სადაც თსუ სტუდენტებიც დასაქმდებიან.

 

კვების ობიექტი უკვე ამოქმედდა მეათე (მაღლივი) კორპუსში, სადაც სტუდენტებს სარგებლობენ ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სერვისებით.

თარიღი: 12/03/2024