წელს ყველაზე მეტი - 38263 არჩევანი თსუ საგანმანათლებლო პროგრამებზე გაკეთდა!
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ინფორმაციით, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან ყველაზე მეტმა, სწორედ, თსუ შემოხაზა.
ასევე ყველაზე მეტის - 8408 აბიტურიენტის პირველი არჩევანია თსუ!
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თსუ ნიშნავს საუკეთესო განათლებას, გამოცდილებასა და შესაძლებლობებს.
ვულოცავთ ჩვენს პირველკურსელ სტუდენტებს წარმატებულ დასაწყისს და ვუსურვებთ საინტერესო თავგადასავლებით სავსე სტუდენტურ ცხოვრებას!