საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ კალათბურთელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ“ სუპერლიგის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონია. თსუ-მ 2022-2023 წლების ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრა რუსთავში „რუსთავთან“ 75:87 მოიგო და სერიაში 3:2 გაიმარჯვა.

 

სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის მწვრთნელებმა, კომისრებმა და მსაჯებმა თსუ-ისა და საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე დაასახელეს, ხოლო სეზონის  საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ლექსო ლაფანაშვილმა მოიპოვა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდისთვის მიმდინარე წელი წარმატებული აღმოჩნდა - მიმდინარე სეზონის ორივე უმაღლესი ტიტული - საქართველოს თასი და სუპერლიგა მოიგო.

 

მიმდინარე სეზონის სუპერლიგა 2022 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და 2023 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

თარიღი: 29/05/2023