საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წელს განსახორციელებელ პროექტებთან და სიახლეებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტების დეკანები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

შეხვედრის მიზანი იყო ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

 

 შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა ისაუბრეს საგამოცდო პროცესში არსებულ გამოწვევებზე, საგანამათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პროცედურებში დაგეგმილ ცვლილებებზე, ასევე, აკადემიური კეთილსინდისიერების და კვლევის ეთიკის საკითხებზე. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს უნივერსიტეტის საბიუჯეტო საკითხებიც, ფინანსური რესურსების გამართული მართვა და სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტების ეფექტიანი მხარდაჭერა. 

 

შეხვედრაზე რექტორმა ჯაბა სამუშიამ შეაჯამა განხილული საკითხები და აღნიშნა, რომ მსგავსი სამუშაო შეკრებები მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ეფექტიანი მართვისთვის, ახალი სასწავლო წლის წარმატებით დაწყებისა და სასწავლო პროცესის გამართულად წარმოებისთვის.

თარიღი: 16/09/2025