საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის ცესკო მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს

12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. 

 

თსუ-ის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის 2021 წლის 12 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში-,,ცესკო“) ოფიციალურად გადავიდა საარჩევნო რეჟიმზე, რაც არაერთი საარჩევნო პროცედურისა თუ ღონისძიების განხორციელებას გულისხმობს. 

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას განაპირობებს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა. ამიტომ, გვსურს, არჩევნებში ჩართულ მხარეებს, კერძოდ, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოვუწოდოთ, რომ ცესკოში დროულად გაიარონ რეგისტრაცია. 

 

შეგახსენებთ, რომ დამკვირვებელად რეგისტრაციის მსურველმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ ცესკოს უნდა მიმართოს განცხადებითა და სანოტარო წესით დამოწმებული ორგანიზაციის წესდებით. ცესკო განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის თაობაზე.

მისამართი: თსუ-ის I კორპუსი, ოთახი N202
Mail: cesko@tsu.ge

თარიღი: 22/09/2021