eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის ფინელი სტუდნტები ეწვივნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტურკუს უნივერსიტეტის (ფინეთი) 20-კაციან სტუდენტურ დელეგაციას უმასპინძლა.

 

სტუმრები შეხვდნენ თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სკანდინავისტიკის ცენტრის ლექტორებს - გიორგი ბერიძესა და დიმიტრი გოგოლაშვილს, რომლებმაც მათ სკანდინავისტიკის საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს.

 

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება საუნივერსიტეტო ცხოვრების, სტუდენტური პროგრამების, საერთაშორისო შესაძლებლობებისა და კულტურული აქტივობების შესახებ.

 

ფინურ და ინგლისურ ენებზე გამართული შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო თსუ-სა და ტურკუს უნივერსიტეტს შორის აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

თარიღი: 26/09/2026