თსუ-ის კიდევ ერთი სამეცნიერო ჟურნალი ERIH PLUS-ის საერთაშორისო ბაზაში მოხვდა. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენათმეცნიერების ს/ს ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული „ენათმეცნიერების საკითხები“ ERIH PLUS-ის (European Reference Index for the Humanities and Social Sciences) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში შეიტანეს - https://erihplus.hkdir.no/journal?id=510216
ვულოცავთ ჟურნალის რედკოლეგიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თსუ-ში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობის ხარისხსა და საერთაშორისო აღიარებას.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკვე 7 სამეცნიერო ჟურნალია წარმოდგენილი ERIH PLUS-ისა და Scopus-ის საერთაშორისო ბაზებში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებების ხილვადობასა და საერთაშორისო აკადემიურ ინტეგრაციას.
1. „ფაზისი “ - ERIH PLUS-სა და Scopus-ში
2. „სპეკალი “ - ERIH PLUS-ში
3. „საქართველოს ისტორიის შრომები “ - ERIH PLUS-ში
4. "ETAGTSU" - ERIH PLUS-ში
5. „ქართველოლოგი“ - ERIH PLUS-ში
6. ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმის ბაზაზე დაფუძნებული ჟურნალი " TSU-ti"- ERIH PLUS-ში.
7. „ენათმეცნიერების საკითხები“ - ERIH PLUS-ში