საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის ბრენდირებული პროდუქციის ონლაინ მაღაზია store.tsu.ge გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და მრავალფეროვანი ბრენდირებული პროდუქციის შეძენა განახლებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობითდღეიდან შეიძლება. ამის შესახებ ხელშეკრულებას თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ და შპს პანტას დირექტორმა ლევან სუმბაძემ მოაწერეს ხელი.

„განახლდა თსუ ონლაინ მაღაზია, სადაც თსუ-ს ბრენდირებული ნივთების ასევე განახლებული კოლექციის შეძენა შეიძლება.შემოვიდა ახალი პარტნიორი - „პანტა“. ვებპლატფორმაზე მეტნაკლებად ხელმისაწვდომ ფასად ყველა კურსდამთავრებულს და თსუ-ს გულშემატკივარს შეეძლება ბრენდირებული საქონელის გამოწერა,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ კანცლერის, ლაშა საღინაძის განცხადებით, ვებგვერდზე store.tsu.ge განთავსებული იქნება აქსესუარები, ტექნიკა, საკანცელარიო ნაწარმი, მაისურები, ჰუდები და სხვა.„კომპანია პანტასთან და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, განახლდა თსუ-ს ონლაინ მაღაზია, სადაც გაიყიდება თსუ-ს ბრენდირებული მრავალი სახის პროდუქცია. ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ჩვენ გვყავს კურსდამთავრებულთა დიდი არმია, ამასთანავე, ამჟამად თსუ-ში 24 ათასი სტუდენტი სწავლობს, მრავალი ათასი ადამიანია დასაქმებული უნივერსიტეტში და მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სასიამოვნო იქნება ბრენდირებული პროდუქციის შეძენა,“- განაცხადა თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ.

თსუ-ის ბრენდირებული პროდუქციის დამზადებას, ონლაინ მაღაზიაში განთავსებას და მომხმარებლისთვის მიწოდებას შპს. პანტა უზრუნველყოფს.  შპს. პანტას დამფუძნებლის გიორგი დოლიძის თქმით, განთავსებული პროდუქცია თსუ-ის 300 ათასი კურსდამთავრებულისთვის და სხვა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მთელ ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთაც.

„ჩვენი ბიზნეს ჯგუფი საქართველოში გამოირჩევა საინტერესო პროექტების განხორციელებით. ჩვენთვის ეს არ არის უბრალო ბრენდ მაღაზია, სადაც ლოგოებია განთავსებული ბრენდირებულ პროდუქციაზე, აქ გამოხატულია უნივერსიტეტის ასწლოვანი ისტორია და ამავდროულად, ის უნიკალური დიზაინერული ნამუშევრები, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ სტუდენტს გამოხატოს მათი ინდივიდუალიზმი  თსუ-ს  მრავალწლიან ისტორიასთან ერთად,“- აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

ონლაინ მაღაზიაში გამოწერილი ნივთების ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია, ხოლო  შეძენის ვადები და ღირებულებაც შესაბამისია: თსუ-ში 5 სამუშაო დღის ვადაში - უფასოდ;  თბილისში 4 სამუშაო დღის ვადაში - 5 ლარი; საქართველოს მასშტაბით (გარდა კვირა დღისა) 7 სამუშაო დღის ვადაში - 7 ლარი.

თარიღი: 09/06/2021