საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

თუ გაინტერესებს ევროკავშირი, როგორც რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე წარმატებული მაგალითი და მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი გაერთიანება, ევროკავშირის სამართალი, ეკონომიკა, მმართველობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, კომპეტენციები, პოლიტიკის შემუშავების ეტაპები, მისი როლი პოლიტიკის ფორმირებაზე საქართველოსა და სამეზობლოში, კულტურა და ისტორია, ღირებულებები და ძირითადი პრინციპები, რომლის მეშვეობით იცავს და საკუთარ საზღვრებში ქმნის უნიკალურ მრავალფეროვნებას, მაშინ - თსუ იურიდიული ფაკულტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები შენთვისაა.


უპირატესობები

ინგლისურენოვანი სწავლება, ინტერდისციპლინური მიდგომები, დარგის წამყვანი პრაქტიკოსი სპეციალისტები, უცხოელი აკადემიური პერსონალის ჩართულობა, ექსტრაკურიკულური აქტივობები, ხელმისაწვდომი თანამედროვე ლიტერატურა, განსხვავებული სპეციალიზაციის მქონე ბაკალავრების და მაგისტრების პროგრამებზე ჩარიცხვის შესაძლებლობა (იურისტები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები, სოციოლოგები, ჰუმანიტარები).
 

მულტიკულტურული გარემო, სადაც საერთაშორისო სტუდენტებთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმეცნებ დარგს და გაანალიზებ რეგიონში მიმდინარე დინამიურად ცვალებადი გამოწვევების მიზეზებს.
 

შეხვდები საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესში ჩართულ ლიდერებს.
 

გაივლი სტაჟირებას სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში.
 

გექნება შესაძლებლობა შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლო ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამით - ვილნიუსის უნივერსიტეთან (იურისტებისთვის) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობასა და ევროპულ სამართალში. ასევე, ლატვიის ვიძემის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა კურსდამთავრებულთათვის, ეკონომიკის მაგისტრებისთვის) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში, სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მმართველობაში.

 

გექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღო თსუ-ის მიერ გამოცხადებულ Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის კონკურსებსა და სხვა გაცვლით სქემებში.
 

ინტერდისციპლინური განათლების წყალობით, ისარგებლებ დასაქმების სფეროების ფართო არეალით.
 

15 წლიანი გამოცდილებით, ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებლი 100%-ია.
 

IES ვებგვერდია: www.ies.tsu.edu.ge

თარიღი: 20/03/2023