eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დელეგაციის ვიზიტი გლაზგოში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ, კანცლერ ლაშა საღინაძის ხელმძღვანელობით, გლაზგოში გამართულ ევროპის უმაღლესი განათლების საერთაშორისო ასოციაციის (EAIE) 2026 წლის კონფერენციასა და გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

 

სამი დღის განმავლობაში თსუ-ს წარმომადგენლებმა ათეულობით ორმხრივი შეხვედრა გამართეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების, საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქსელებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრების მთავარი თემები იყო სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის გაფართოება, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი პროექტების განვითარება, საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება და ახალი ინსტიტუციური პარტნიორობების ჩამოყალიბება.

 

EAIE 2026-ის ფარგლებში თსუ-ს კანცლერი შეხვდა მაჩერატას, სტამბოლის, ჩუკუროვას, ჰონგ-კონგისა და ართვინის უნივერსიტეტების რექტორებს. შეხვედრებზე ასევე განიხილეს თსუ-ს შესაძლებლობები, უმასპინძლოს ფართომასშტაბიან საერთაშორისო აკადემიურ ღონისძიებებს და კიდევ უფრო გაძლიერდეს მისი, როგორც რეგიონული აკადემიური ჰაბის, როლი.

თარიღი: 15/09/2026