საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თენგიზ ყურაშვილის სახელობის პრიზი

თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტმა დააწესა თენგიზ ყურაშვილის სახელობის პრიზი - თსუ სტუდენტური ანსამბლის ქორეოგრაფიული ხელმძღვანელის, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის და „სუხიშვილების“ ოქროს თაობის მოცეკვავის პატივსაცემად.

 

თენგიზ ყურაშვილის სახელობის პრიზი ყოველწლიურად ადგილობრივ საუნივერსიტეტო ღონისძიებებსა და ფესტივალებში გამარჯვებულ ჩვენს მოცეკვავეებს გადაეცემათ.

 

ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგა თსუ ქორეოგრაფიული ანსამბლი „უნივერსიტეტი“, რომელმაც წარმოადგინა მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა. სცენაზე ასევე გამოვიდა „თსუ ფოლკა“, რომელმაც ღონისძიებაში განსაკუთრებული ემოცია შემოიტანა.

თარიღი: 27/12/2025