საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვირტუალური საინფორმაციო შეხვედრა - TSU SDG Students Hub

მიმდინარე წლის 5 ივნისს, საღამოს 6 საათზე მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების თსუ-ს სტუდენტური ჰაბი (TSU SDG Students Hub) Google Meet-ის პლატფორმის საშუალებით გიწვევთ ვირტუალურ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელზეც ასევე მოწვეული იქნება აღნიშნული ქსელის შავი ზღვის ახალგაზრდული ინიციატივის რეგიონალური კოორდინატორი. 

 

სამუშაო ენა: ინგლისური

 

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია მოცემული სარეგისტრაციო ფორმის შევსება. დასწრებისათვის საჭირო ბმული მონაწილეებს გადაეგზავნებათ დაწყებამდე 1 საათით ადრე.


სტუდენტური ჰაბი ჩამოყალიბდა მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის (SDSN-Sustainable Development Solutions Network) ახალგაზრდული ინიციატივის სტუდენტური პროგრამის ფარგლებში. ჰაბის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, ასევე აღნიშნული მიზნების მიღწევასა და გადაწყვეტილებების შემუშავების პროცესში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა როგორც ლოკალური, ასევე რეგიონალური და მსოფლიო მასშტაბით.

 

თარიღი: 31/05/2021