საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვებინარი სკოლის მოსწავლეებისთვის "მწვანე პროფესიების" შესახებ

გარემოსდაცვითი პროგრამებისა და პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ტარდება ვებინარები მწვანე პროფესიების შესახებ,  VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის.

აღნიშნულ შეხვედრებზე მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას გარემოსდაცვითი საბაკალავრო პროგრამების, პროფესიებისა და დასაქმების შესაძლო სფეროების შესახებ. ამასთანავე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შეხვედრებზე მოწვეულნი იქნებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც მოსწავლეებს ინფორმაციას გაუზიარებენ მწვანე პროფესიების პრაქტიკულ მიმართულებებზე.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დღის წესრიგი

თარიღი: 07/03/2024