საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესეების კონკურსი: „დაწერე ქართულად ბერძნული სიტყვებით“

ბერძნული ენის საერთაშორისო დღესა და საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლისთავთან დაკავშირებით, ცხადდება ესეების კონკურსი: „დაწერე ქართულად ბერძნული სიტყვებით“
გამარჯვებული ესე გამოქვეყნდება. ავტორი დაჯილდოვდება ალტა-ოკეის 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით, 2021 წლის 25 მარტს.

ორგანიზატორი: თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი; ა (ა) იპ „ინტერკულტურული დიალოგები“

მხარდამჭერი:
საბერძნეთის საელჩო საქართველოში


კონკურსის შინაარსი და პირობები:
თანამედროვე ქართულ ენის ძირითადი ლექსიკური მარაგი 110 000 სიტყვას აღემატება. აქედან 20 000 სიტყვაზე მეტი უცხო ენებიდანაა შემოსული.
ქართულ ენობრივ სივრცეს, საუკუნეთა განმავლობაში, ბუნებრივად და ორგანულად ერწყმის ათასობით ბერძნული წარმოშობის სიტყვა. კონკურსანტს ევალება მოიძიოს ეს სიტყვები და მათი გამოყენებით, დაწეროს ესე ნებისმიერ თემაზე. დასაშვებია არაბერძნული სიტყვების გამოყენებაც.

უპირატესობა მიენიჭება ესეს, რომელშიც:
ბერძნულიდან ქართულში შესული ყველაზე მეტი სიტყვაა გამოყენებული;
აზრი ჩამოყალიბებულია ნათლად, საინტერესოდ, ორიგინალურად.

კრიტერიუმები:
შრიფტი: Sylfaen
შრიფტის ზომა: 12
ინტერვალი: 1.5
მოცულობა: არანაკლებ 500 სიტყვისა

მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
ესეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 9 მარტი, 18:00 საათი.

მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:
ავტორმა ესეს ელექტრონული ვერსია, გვარ-სახელის, უმაღლესი სასწავლებლისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით,  უნდა გადააგზავნოს pdf  ფორმატით  შემდეგ მისამართზე greekstudies@tsu.ge და სათაურის ველში მიუთითოს „ესეების კონკურსი“.

თარიღი: 09/02/2021