საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - მსოფლიო ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში: შედეგები და გამოწვევები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით,  ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.  კონფერენცია „მსოფლიო ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში: შედეგები და გამოწვევები“  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა  შესაბამისი დარგის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, გამოცდილმა მკვლევრებმა და დოქტორანტებმა მიიღეს.

კონფერენციის პლენარული სხდომა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა გიორგი ღვედაშვილმა.

 პლენარული სხდომის შემდეგ, მუშაობა  სექციებში გაგრძელდა.

თარიღი: 06/02/2023