საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის განცხადება უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად

თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA), უდიდესი გაერთიანების წევრია და უერთდება მის მიერ მიღებულ განცხადებას.

 

"დღეს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (EUA), რომელიც წარმოადგენს 850-ზე მეტ უნივერსიტეტს და რექტორთა ეროვნულ კონფერენციას 48 ქვეყანაში, სოლიდარობას უცხადებს უკრაინის უნივერსიტეტების სტუდენტებსა და  თანამშრომლებს, ისევე როგორც ქვეყნის მთლიან მოსახლეობას.  EUA შეძრწუნებულია უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის თავდასხმის ფაქტით და ამ აგრესიას ყველა შესაძლო ფორმით გმობს.

 

ასოციაციას თავის 26 უკრაინელ წევრთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ამ რთულ და შემაშფოთებელ პერიოდში მათ ყველა სახის შესაძლო დახმარებას აღმოუჩენს. ამასთან, EUA-ს კავშირი აქვს თავის მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტნიორებთან, რათა გამონახოს კოორდინირებული და ეფექტიანი გზები უკრაინის საუნივერსიტეტო სექტორის დასახმარებლად საკუთარი ამოცანების განხორციელებაში. 

 

ევროპის მასშტაბით ბევრ წევრ უნივერსიტეტსა და შვილობილ ორგანიზაციასთან ერთად, EUA მზადაა მშვიდობიანი თანამშრომლობისთვის, ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობისთვის საზღვრებს მიღმა. ამ სულისკვეთებით და მძიმე სიტუაციის მიუხედავად, EUA  დაფიქრების, თავშეკავებისა და კრიზისის სწრაფი დასრულების იმედს არ კარგავს."

თარიღი: 26/02/2022