საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროკავშირის პროექტ DITECH-ის კონსორციუმის მეორე და მეორე ეროვნული შეხვედრები

ევროკავშირის Erasmus +ის პროექტ DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში განვითარების მიმართულებით ჩატარდა კონსორციუმის მეორე ონლაინ (2021 წლის 30 ივნისი-2 ივლისი)  და  მეორე ეროვნული (2021 წლის 27- 29 ივლისი) შეხვედრები. 

კონსორციუმის მეორე შეხვედრა ჩატარდა პროექტის კოორდინატორების, ტალინის უნივერსიტეტის პროფესორის სირიე ვირკუსისა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ  იზაბელა პეტრიაშვილის ორგანიზებით და მასში მონაწილეობდენ როგორც საქართველოს მხრიდან ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ასევე, პროექტის მონაწილე  ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

პროექტის მეორე ეროვნულ შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა და მას საქართველოს მხრიდან ჩართული ინსტიტუციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეორე ეროვნული შეხვედრის მსვლელობაში კაუნასის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჩაერთო ონლაინ.

აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც მიეძღვნა განვითარების სამუშაო პაკეტის (WP2) საკითხებს, მომხსენებლებმა და მონაწილეებმა წარმოადგინეს, განიხილეს და შეათანხმეს ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტის, ხარისხის მენეჯმენტის, რისკების მართვის და  დისემინაციის მენეჯმენტის  გეგმების საბოლოო ვერსიები. ამასთანავე, შეთანხმდა ბაკალავრიატისა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის განკუთვნილი კურსების საბოლო ვერსიები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება რიდერები. შეხვედრებზე წარმოდგენილი იქნა სატრენინგო მოდულების თემატიკა და მისაღწევი მიზნები უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის და  ონლაინ ინსტრუქტორების მოსამზადებლად. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრების განმავლობაში განხილული იქნა პროექტის ფინანსური მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, განისაზღვრა კურსებისათვის განკუთვნილ რიდერებზე მუშაობის გეგმა, მოხდა შეთანხმება  პროექტის გარე შეფასებისათვის გამოსაცხადებელი საკონკურსო ვადებისა და პირობების, ახალი ამბების ბიულეტინის, FB გვერდისა და პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ.

თარიღი: 03/08/2021