საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №147/01-01, 17.06.2019) 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე). 

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ №153/01-01, 19.06.2019) 

• საბუთების მიღება - 24 ივნისი - 5 ივლისი და 26 აგვისტო - 2 სექტემბერი;
• გამოცდა უცხო ენაში - 4 სექტემბერი;
• გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 9 სექტემბერი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
• გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 6 სექტემბერი;
• გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 10 სექტემბერი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი;
• დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 12 - 13 სექტემბერი;
• დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 16 სექტემბერი;   
• ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 17 – 18 სექტემბერი 
საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 19 სექტემბერი;
• ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 1000  - 1700 სთ.):

•  განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე (იხილეთ  განცხადების ფორმა);
• განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2019 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
• სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
• სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი 303, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84; 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №204; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84;

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №14. თსუ IV კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84. შიდა 6240;

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ X კორპუსი, III სართული, ოთახი № 307, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 9768;

იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, კანცელარია 
ოთახი № 117; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 2238;

მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 25 04 84 შიდა 1059;

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N205, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა - 3225, 3224.

თარიღი: 23/08/2019