საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დამტკიცდა კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესი ეფრემ ვატოპედელის სტიპენდიის მოსაპოვებლად

ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით დამტკიცდა კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესი.
 

სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინასების შესახებ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა 21 სექტემბერს თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
 

დამტკიცებული წესის მიზანია უზრუნველყოს კანდიდატთა შერჩევა და მათი წარდგენა 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით. დაფინანსების მოპოვების მიზნით განაცხადის წარდგენა შეუძლია უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მე-5, მე-6 და მე-7 სემესტრის სტუდენტს, რომლის საშუალო აკადემიური მოსწრების მაჩვენებლი (GPA) აღემატება 2.5-ს. 

 

სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით კანდიდატები შეირჩევიან სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც უნდა დადასტურდეს შესაბამისი წესით გაცემული მოქმედების ვადის მქონე ამონაწერით სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სადაც მითითებული იქნება კანდიდატის სოციალური სარეიტინგო ქულა. პრიორიტეტი მიენიჭა დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე კანდიდატებს.

 

კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, რომელსაც უნდა დაერთოს უკვე აღნიშნული ცნობა მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ, ასევე გაცხადებული იყოს კანდიდატის თანხმობა მისი მონაცემების მე-3 პირისთვის გადაცემასთან დაკავშირებით (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის კანცელარიაში (I კორპუსი, ოთახი N114).
 

სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის აუცილებელია შესაბამის სემესტრში სტუდენტი სარგებლობდეს სტუდენტის აქტიური სტატუსით, წინააღმდეგ შეთხვევაში იგი კარგავს შესაბამის სემესტრში სწავლის საფასურის დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.
 

იმ შეთხვევაში, თუ კანდიდატს საანგარიშო პერიოდში (2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის ან/და გაზაფხულის სემესტრში), მოპოვებული აქვს სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და სხვა სახის სწავლის დაფინანსება იგი კარგავს ხსენებული დაფინანსების მიღების შესაძლებლობას. ხოლო, იმ შეთხვევაში თუ კანდიდატს საანგარიშო პერიოდში (2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის ან/და გაზაფხულის), მოპოვებული აქვს ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და სხვა სახის სწავლის ნაწილობრივი დაფინანსება ამ წესში მითითებული დაფინანსების მიღება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალურ ოდენობამდე (თითოეულ სემესტრში 1125 ლარის ოდენობამდე).  
 

უნივერსიტეტი დაფინანსების მიღების მიზნით სწავლის საფასურის დაფინანსების გამცემს წარუდგენს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესში მითითებულ კრიტერიუმებს.

თარიღი: 29/09/2022