საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით ფრანგიშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია პასტერის ინსტიტუტში

 3 თებერვალს, პასტერის ინსტიტუტი (პარიზი) მართავს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცნიერის დავით ფრანგიშვილის და მისი კოლეგის პატრიკ ფორეტერის სამეცნიერო კარიერასა და მათი მიერ მეცნიერებაში შეტანილ ღვაწლს. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი დავით ფრანგიშვილი „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ჰაბის ხელმძღვანელია, რომელიც თსუ-შია განთავსებული. ქართველი მეცნიერი პატრიკ ფორტერთან ერთად 15 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა კვლევით ლაბორატორიას პასტერის ინსტიტუტში. ეს ინსტიტუტი, მთელ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრია მიკრობიოლოგიისა და მედიცინის დარგში. 

კონფერენციის პროგრამა. 

თარიღი: 29/01/2020