საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრძელდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის პერსონალის კვირეულზე დასასწრებად

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის (საბერძნეთი) მიერ 2019 წლის 20-24 მაისს ორგანიზებულ პერსონალის კვირეულზე დასასწრებად!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
თსუ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ბერძნულ უნივერსიტეტებთან  თანამშრომლობის გამოცდილებით;
თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებს.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; მხოლოდ სააპლიკაციო ფორმა word-ის ფორმატში) უნდა გადმოგზავნონ ა/წ 12 თებერვლის 16:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: outgoingmobility@tsu.ge!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

შევსებული სააპლიკაციო ფორმა ( დანართი 1, word-ის ფორმატში)
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე;  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის/დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 2
ბერძნულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ამსახველი ინფორმაცია (მხოლოდ აკადემიური პერსონალისთვის)

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია დაბინავებისა და კვების ხარჯების დასაფარად, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.

დამატებითი ინფორმაცია:

დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით;
გასაუბრების პერიოდში (სავარაუდო თარიღი: 14 თებერვალი), საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 10 თებერვლის 11 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები.



თარიღი: 12/02/2019