საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრძელდება კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში!

სტიპენდიების ჩამონათვალი:
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
https://uclouvain.be/index.html
აღმოსავლეთმცოდნეობა, ევროპული კვლევები, ისტორია, ფილოსოფია, ეთიკა
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.udc.es/
იურიდიული, სოციოლოგია, ენები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 7 დღე
დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)
http://www.ucd.ie/international/
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 10 დღე
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
http://www.unitus.it/
ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ეკონომიკა, ეკოლოგია, გეოგრაფია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 10 დღე
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-saarland.de/nc/en/home.html
უცხო ენები, იურიდიული, ბიზნესი, ბიოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
იაგელონიის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
https://en.uj.edu.pl/en_GB/start
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, იურიდიული, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ოპოლეს უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://www.uni.opole.pl/en
ინგლისური ფილოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
უნივერსიტეტი რენი 1 (საფრანგეთი)
https://www.univ-rennes1.fr/
კომპიუტერული მეცნიერება, ბიოლოგია, ეკონომიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
სოფიას უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
https://www.uni-sofia.bg/eng
გეოლოგია, გეოგრაფია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
https://www.ut.ee/en
ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.uni-duesseldorf.de/home/en/home.html
გერმანული ფილოლოგია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 14 დღე
რჟეშოვის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://www.ur.edu.pl/en
არქეოლოგია, ისტორია, ფიზიკა, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ბიალისტოკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://www.uwb.edu.pl/home
იურიდიული, ქიმია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
რჟეშოვის ტექნიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://w.prz.edu.pl/en/
საინფორმაციო ტექნოლოგიები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.ugr.es/
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, იურიდიული, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, ფსიქოლოგია, განათლების მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.uni-bremen.de/en.html
ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია (ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება)
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ავეიროს უნივერსიტეტი (პორტუგალია)
http://www.ua.pt/gesp/
მათემატიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ფოტო ¾-ზე (იტვირთება პერსონალური ინფორმაციის ველში)
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე; კონკურსანტი ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში უთითებს რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებს, რის საფუძველზეც, რეკომენდატორს, ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება ელ-ფოსტის საშუალებით სარეკომენდაციო ბმული შესავსებად.  რეკომენდატორის მიერ აუცილებლად სააპლიკაციო ვადის ამოწურვამდე უნდა მოხდეს რეკომენდაციის გადმოგზავნა)
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; სავალდებულოა, 8 საათიანი სალექციო დატვირთვა კვირაში; თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1
8 საათიანი სალექციო კურსის მოკლე მონახაზი (მაქსიმუმ 2 გვერდი; ინგლისურ ენაზე)
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების პროფესორს. რჟეშოვის უნივერსიტეტზე განაცხადის გაკეთების მსურველ პროფესორებს არ ესაჭიროებათ წინასწარი მიღების წერილის წარმოდგენა; ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში წინასწარი მიღების წერილის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს: იზაბელა ფონტანა (isabella.fontana@uclouvain.be) და ბერნარდ კულე (bernard.coulie@uclouvain.be))
სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე)

დაინტერესებული პროფესორები/ლექტორები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - mobility.tsu.ge ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 1 თებერვლის, 16:00 საათამდე!

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებები იგეგმება ა/წ 5 თებერვალს;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით;
გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 30 იანვრის 11 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები.



თარიღი: 31/01/2019