საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროექტი "Bologna Hub Peer Support"

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) ერაზმუს+ -ის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "Bologna Hub Peer Support". პროექტის მიზანია ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებების დანერგვის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA). პროექტის ფარგლებში ბოლონიის ექსპერტები გაუწევენ კონსულტაციებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მათი სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინებით რითიც განახორციელებელ ბოლონიის ექსპერტთა კოლეგიალური მხარდაჭერის მისიას. 

განაცხადის საფუძველზე შეირჩა 30 უნივერსიტეტი ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, ალბანეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან და მათ შორის, საქართველოდან. შერჩეულ უნივერსიტეტთა შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

23 ივნისს, ბოლონიის ექსპერტი, ზალზბურგის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი გაბრიელა აბერმანი წარუძღვება ტრენინგს/სამუშაო შეხვედრას, რომელიც შეეხება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის დანერგვას. შეხვედრას დაესწრებიან თსუ აკადემიური და მოწვეული პერსონალი და სტუდენტები (უკვე დარეგისტრირებულია 38 მონაწილე).
შეხვედრის მიზანია:

  • სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის შესახებ შეხედულებების გაზიარება;
  • სწავლის შედეგების, სწავლის მეთოდების და შეფასების მეთოდების ურთიერთკავშირის გაანალიზება და შეფასება;
  • სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის პრაქტიკაში დანერგვის განხილვა მონაწილეთა დარგების გათვალისწინებით;
  • საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვევების იდენტიფიცირება;
  • კოლეგებს შორის გამოცდილების (არაფორმალური) გაზიარების შესაძლო ფორმატის განხილვა. 


გაბრიელა აბერმანის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

25 ივნისს, ქალბატონი აბერმანის ხელმძღვანელობით გაიმართება შეხვედრა თსუ ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შესახებ. აღნიშნულ შეხვერას დაესწრებიან თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია თსუ ინტერნაციონალიზაციის მიმართულებებზე მსჯელობა და სტრატეგიის გეგმის შედგენა. 

აღნიშნული შეხვედრები დაგეგმილია პროექტის პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპზე კი მოხდება შეხვედრებისას დაგეგმილი აქტივობების განხორციელების შეფასება. 

თარიღი: 15/06/2021