თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ქართველი ალპინისტი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი. თსუ-ის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი შოთა მირიანაშვილი.
შოთა მირიანაშვილი გახლდათ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
იგი იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976, საღრანის დიდი ნალი), სამგზის მეორე (1960, 1975, 1977) და სამგზის მესამე (1965, 1969, 1973) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. 1960-70-იან წლებში საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი. განხორციელებული აქვს მრავალი ასვლა, მათ შორის პირველასვლები როგორც კავკასიონზე ასევე პამირის და ტიან-შანის მთიანეთში. შოთა მირიანაშვილს მინიჭებული აქვს საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ხელმძღვანელობდა ასზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას.