საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გაზაფხულის სემესტრის მობილობა (2021-2022 სასწავლო წელი)

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით (https://emis.ge/news/2062/) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №14/01-01, 25.01.2022)

 

მობილობის ვადები:


პროცედურული ვადები: 
 

  • დოკუმენტაციის მიღება – 11 – 14 თებერვალი
  • უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 15 - 16 თებერვალი;
  • სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) – 17 თებერვალი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 18 თებერვალი;
  • მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 18 თებერვალი;

 


საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის): 

  • უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 15 თებერვალი (10:00 სთ);
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება –15 თებერვალი (17:00 სთ);
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 16 თებერვალი (11:00 -13:00 სთ);
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 თებერვალი (15:00 სთ);
  • გასაუბრება სპეციალობაში- 16 თებერვალი (17:00 სთ).



ვაკანტური ადგილები:
 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება  (ბრძ: №10/01-01, 20.01.2022)

 


მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
 

მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი; 
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - „CERTUS“-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

(დამოწმებული დოკუმენტაციის გადაგზავნა წარმოებს შემდეგ მისამართებზე):

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ელექტრონული ფოსტა:  macromol_chemistry_1@tsu.ge

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 

ელექტრონული ფოსტა:  asmat.akhaladze@tsu.ge

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 

ელექტრონული ფოსტა:   gvantsa.eristavi@tsu.ge

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა

ელექტრონული ფოსტა:  lasha.chkheidze@tsu.ge

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა

ელექტრონული ფოსტა: academicaffairs@iset.ge

ტელეფონი: (+995 32) 2 25 07177

იურიდიული ფაკულტეტი

ელექტრონული ფოსტა: Chancellerylaw@tsu.ge

მედიცინის ფაკულტეტი 

ელექტრონული ფოსტა:  tsiala.giorgadze@tsu.ge

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 

ელექტრონული ფოსტა: keti.tsanava@tsu.ge

თარიღი: 11/02/2022