20-25 სექტემბერს ერაზმუს+ ადმინისტარციული მობილობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობს დელეგაცია ბრატისლავას (სლოვაკეთი) კომენიუსის უნივერსიტეტიდან. დელეციის წევრები არიან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის წარმომადგენლები:
პროფესორი მარტინ ბაჩა- დეკანის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ნინა ცინგეროვა - დეკანის მოადგილე კვლევების მიმართულებით, ივან პოსოხინი, აღმოსავლეთ ევროპული კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
გაიმართა შეხვედრა თსუ-ს ვიცე რექტორებთან, ერეკლე ასტახიშვილთან და კახაბერ ჭეიშვილთან. მხარეებმა განიხილეს სამომავლო საგანმანათლებლო და აკადემიური ინიციატივების განხორციელების პერსპექტივები უნივერსიტეტებს შორის.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ დარეჯან თვალთვაძესთან და ამავე ფაკულტეტის სხვა წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი საქმიანობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით.