საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი ორტომეული სახელმძღვანელო "ენდოდონტია"

თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიური დეპარტამენტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე, კათედრის გამგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ, პროფ. ქეთევან გოგილაშვილის ხელმძღვანელობით  გამოიცა ახალი ორტომეული სახელმძღვანელო "ენდოდონტია".

 

ენდოდონტია სტომატოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის კბილის არხების ანატომიას, ფიზიოლოგიას, პულპისა და პერიაპიკალური ქსოვილების მორფოლოგიას, პათოლოგიას და მკურნალობის მეთოდებს.

 

სახელმძღვანელო შექმნილია სტუდენტების განვითარების ხელშესაწყობად, რათა  მათ შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის შემდგომ წარმატებით უპასუხონ შრომის ბაზრის მოთხოვნებს და 21-ე საუკუნის გამოწვევებს. წიგნში წარმოდგენილი ინფორმაცია უზრუნველყოფს მეთოდების თეორიული საფუძვლების და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, რომელიც სრულად არის მორგებული სტუდენტების საჭიროებებზე.

 

სახელმძღვანელოს ორი ტომი განკუთვნილია როგორც დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების სტუდენტებისთვის, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსი სტომატოლოგებისთვის. მისი მთავარი მიზანია საფუძვლის შექმნა ცოდნის, უნარების და კომპეტენციების განვითარებისთვის.

 

თარიღი: 23/11/2025