საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდობის თანხმობის აქტი” - შეხვედრა თსუ სტუდენტებთან


8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა "ახალგაზრდობის თანხმობის აქტის" ინიციატორებს უმასპინძლა, რომლებიც სტუდენტებს აქტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

“ახალგაზრდობის თანხმობის აქტზე” ხელმოწერით, ქართველი ახალგაზრდები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ამ მოვლენით ისინი საზოგადოებას კონსოლიდაციის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს უჩვენებენ, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობის მომავალი უნდა დაეფუძნოს. ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს და პოზიტიურად აისახება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

შეხვედრის განმავლობაში გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლის შესახებ. დაინტერესებულ ახალგაზრდებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, ხელი მოეწერათ "ახალგაზრდობის თანხმობის აქტზე".

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით, უნივერსიტეტებსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში. სტუდენტებს კი შესაძლებლობა აქვთ ხელი მოაწერონ თანხმობის აქტს. 

პროცესს მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმა. “ახალგაზრდული თანხმობის აქტი” უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა საორგანიზაციო ჯგუფმა შეიმუშავა. 

“ახალგაზრდობის თანხმობის აქტზე” ხელმოწერისთვის ეწვიეთ ბმულს. 
 

თარიღი: 09/06/2023