საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გიორგი ამილახვართან და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ადელა დე ლა ტორესთან ერთად აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მიღწევები შეაჯამეს და კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს STEM დარგში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები.

მრჩეველთა საბჭო წელიწადში ერთხელ იკრიბება და უნივერსიტეტებსა და კერძო/საჯარო სექტორს შორის კავშირების გამყარებას და ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას ემსახურება. საბჭოს შემადგენლობაში არიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანები, კერძო და საჯარო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და უნივერსიტეტის დონორი ორგანიზაციები.

თარიღი: 29/05/2023