eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მიმდინარე წელს აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების წახალისების, პროფესიული უნარების განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და მათი
შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით იწყებს ახალი ქვეპროგრამების განხორციელებას:
„კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობითი სტიპენდიები"; „სტაჟირება უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებისათვის".


ქვეპროგრამები გამიზნულია „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 8 აპრილის №53/ნ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად, სწავლის სფეროების კლასიფიკატორით განსაზღვრული ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის (021 კოდი).


ქვეპროგრამებით განსაზღვრული სტიპენდიის მინიჭებისა და სტაჟირების გავლის პირობების თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილია დანართის სახით.  (იხ. დანართიN1დანართი N2). 

თარიღი: 27/08/2026