საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიური წერის პროექტის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური წერის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა  საქართველოში“ (EWMI-PROLoG) პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ.   

აკადემიური წერის განვითარების პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის მიზანია სტუდენტთა შორის აკადემიური წერის სტანდარტების ამაღლება. „აკადემიური წერის სტანდარტების ცოდნა მნიშვნელოვანია  სტუდენტისთვის, პროფესორისთვის, ნებისმიერი მეცნიერისთვის. ამიტომ, აკადემიური წერის კულტურის ამაღლება ძალიან საშური საქმეა. მივესალმებით ნებისმიერ ავტორს, რომელიც მზაობას გამოთქვამს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ

ღონისძიებაზე გაიმართა პირველი პროექტის  - ანა დოლიძის სახელმძღვანელოს „აკადემიური წერა სამართალში“ პრეზენტაცია. „უნივერიტეტის ინიციატივა - გაიზარდოს აკადემიური წერის სტანდარტები, მისასალმებელია.  ეს ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, კვლევისა და მეცნიერების დონის განვითარებას საქართველოში. მეორე მხრივ, ჩვენი საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის დაახლობას დასავლურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცესთან. უფრო მეტი ახალგაზრდა დაწერს და გამოაქვეყნებს საკუთარ ნაშრომებს ევროპულ ჟურნალებში, მიიღებს მონაწილეობას ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში,“- აღნიშნა ანა დოლიძემ.

სახელმძღვანელო „აკადემიური წერა სამართალში“ შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI/PROLoG) ახორციელებს და მისი მიზანია სამართლის სტუდენტებს და ლექტორებს წარუდგინოს სამართალში აკადემიური წერის ძირითადი პრინციპები. აღნიშნული პრინციპები უნივერსალურია და ხელს შეუწყობს ქართველი სტუდენტების აკადემიური ნამუშევრების ჰარმონიზაციას დასავლურ საუნივერსიტეტო სტანდარტებთან.

     


თარიღი: 08/02/2019